სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება:  მიმდევრობა

პროექტის მთავარი იდეა: რა კანონზომიერებით შეიძლება იყოს რიცხვები დალაგებული

პროექტის აქტუალობა: ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის დალაგება სხვადასხვა კანონზომიერებით, მისი ანალიზი და მათემატიკური გამოთვლები.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ინტერნეტში კომპიუტერული ინფორმაციის მოძიება და მისი ანალიზი. პრეზენტაციის მომზადება.

მოსწავლეთა ასაკი:   XI  კლასის მოსწავლეები. 16–17 წლის.

პროექტის ხანგრძლივობა: 2 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს.იგებენ ინფორმაციას რიცხვებზე. ეჩვევიან ჯგუფებში მუშაობას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი ჩართული ინტერნეტ ქსელში, პრინტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები.

პროექტის მსვლელობა:
დღე  1.
ვახსენებ პროექტის თემა. კლასს ვყოფ 2 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ  თავთავიანთ დავალებებს
1 ჯგუფი–მოიფიქრონ რიცხვთა რაიმე მიმდევრობა და ჩაწერონ იგი ფორმულის სახით.
2 ჯგუფი–რიცხვთა მიმდევრობები ჩაწერონ სქემის და დიაგრამის სახით.–
დღე  2.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ორივე ჯგუფმა მოამზადოს პრეზენტაცია. ინფორმაცია შეიტანოს ინტერნეტში. 
პროექტის ბოლოს განვახორციელებ შეფასებას.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი. 
ეს პროექტი ეხმარება გაანალიზონ რიცხვთა უსასრულო სამრავლე, იღრმავებენ ცოდნას ისტ–ში.

პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი /  მედეა ხარბედია

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: 592131631MEDEA@GMAIL.COM

No comments:

Post a Comment