სასწავლო პროექტი


პროექტის თემა: მთავრობა და ეკონომიკა.

პროექტის იდეა: სახელმწიფოს არსის გაგება და კვლევა –ძიების უნარის შეძენა

პროექტის აქტუალობა: სახელმწიფო კონტრაქტების შესწავლა. თუ როგორ იცავს მთავრობა ჯანდაცვას, მოსახლეობას. რა უფლება–მოვალეობა აკისრია. რა არის ბიუჯეტის დეფიციტი

პროექტის მიზანი: მოსწავლეება შეძლონ ინტერნეტში კომპიუტერული ინფორმაციის მოძიება და მისი ანალიზი. პრეზენტაციის მომზადება

მოსწავლეთა ასაკი:   XI  კლასის მოსწავლეები. 16–17 წელი

პროექტის ხანგრძლივობა:  2 კვირ

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები იძენენ კვლევის უნარს, ინფორმაციას მთავრობისეკონომიკურ მაჩვენებლებზე. იმუშავებენ ჯგუფებში მუშაობის უნარს

საჭირო რესურსები: კომპიუტერი ჩართული ინტერნეტში, პრინტერი, პროექტორი, თაბახის  ფურცლები.

პროექტის მსვლელობა:   
I   კვირა
კლასს ვახსენებ პროექტის თემას.
ვყოფ 2 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებებს.
I ჯგუფი– მოიძიოს ინფორმაცია სახელმწიფოს როლზე და მის ფუნქციაზე,სახელმწიფოს შემოსავლებზე და გასავლებზე,                            
II ჯგუფი– დახაზონ მთავრობის მიერ გაწეული მომსახურების ამსახველი სქემები და  დიაგრამები
 II კვირა– მიცემული იმფორმაციის საფუძველზე მოამზადონ პრეზენტაცია და შეიტანონ ინტერნეტში
პროექტის დასასრულს ვახდენთ შეფასებას

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გაიღრმავებენ ცოდნას ისტ–ში.
ეს პროექტი ეხმარება გაანალიზონ მთავრობის მოვალეობები, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკაზე.

პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი/: მედეა ხარბედია

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: 592131631medea@gmail.com

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება:  მიმდევრობა

პროექტის მთავარი იდეა: რა კანონზომიერებით შეიძლება იყოს რიცხვები დალაგებული

პროექტის აქტუალობა: ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის დალაგება სხვადასხვა კანონზომიერებით, მისი ანალიზი და მათემატიკური გამოთვლები.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ინტერნეტში კომპიუტერული ინფორმაციის მოძიება და მისი ანალიზი. პრეზენტაციის მომზადება.

მოსწავლეთა ასაკი:   XI  კლასის მოსწავლეები. 16–17 წლის.

პროექტის ხანგრძლივობა: 2 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს.იგებენ ინფორმაციას რიცხვებზე. ეჩვევიან ჯგუფებში მუშაობას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი ჩართული ინტერნეტ ქსელში, პრინტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები.

პროექტის მსვლელობა:
დღე  1.
ვახსენებ პროექტის თემა. კლასს ვყოფ 2 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ  თავთავიანთ დავალებებს
1 ჯგუფი–მოიფიქრონ რიცხვთა რაიმე მიმდევრობა და ჩაწერონ იგი ფორმულის სახით.
2 ჯგუფი–რიცხვთა მიმდევრობები ჩაწერონ სქემის და დიაგრამის სახით.–
დღე  2.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ორივე ჯგუფმა მოამზადოს პრეზენტაცია. ინფორმაცია შეიტანოს ინტერნეტში. 
პროექტის ბოლოს განვახორციელებ შეფასებას.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი. 
ეს პროექტი ეხმარება გაანალიზონ რიცხვთა უსასრულო სამრავლე, იღრმავებენ ცოდნას ისტ–ში.

პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი /  მედეა ხარბედია

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: 592131631MEDEA@GMAIL.COM